Posts

შეჯიბრება სამთო-სათხილამურო სპორტში

Image
მიმდინარე წლის 19 იანვარს კურორტ ,,გოდერძის" სათხილამურო ბაზაზე ჩატარდა სამთო-სათხილამურო სპორტში შეჯიბრება 3 ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებისთვის და ვაჟებისთვის 2 ეტაპად, გიგანტსა და სლალომში, აგრეთვე შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს ნორჩმა გამხსნელებმა, გოგონებმა და ვაჟებმა.     ჩვენი სკოლის ნაკრებმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ შეჯიბრებაში სამივე ასაკობრივ ჯგუფში, შესაბამიოსად გვყავს 2 ჩემპიონი: გელაძე თემური მე-6 კლასი და პაპიძე მანუჩარ მე-10 კლასი და 3 პრიზიორი, მე-2 ადგილოსანი: პაქსაძე მირიან მე-5 კლასი,  პაპიძე ლუკა მე-4 კლასი და პაპიძე ოლეგი მე-9 კლასი, უფროსი ასაკის გოგონებიდან თეონა გელაძე მე-11 კლასი.

შიდა დაკვირვების გაკვეთილი სპორტში

Image
მიმდინარე წლის 21 მაისს დანისპარაულის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა დაკვირვების გაკვეთილი სპორტში, თემაზე:  ,,ტექნიკური მომზადება ხელბურთში“.    გაკვეთილი იყო საინტერესო და სახალისო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე შეფასების ჯგუფის წევრებისთვის. სკოლა სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ   დანისპარაულის საჯარო სკოლა. საგანი სპორტი მასწავლებელი თემურ შამანაძე საფეხური/ კლასი საბაზო. მე-7 კლასი მოსწავლეთა რაოდენობა 8 სსსმ მოსწავლე 0 ჩატარების თარიღი 21.05.2019 თემა ,,ტექნიკური მომზადება ხელბურთში“ გაკვეთილის მიზანი ჩავაბათ მოსწავლეები ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შევუწყოთ ხელი მათ ფიზიკურ განვითარებას.    სპორტის არჩეულ სახეობაში თექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფისათვის საჭირო სპეციალური ფიზიკური მომზადებისა და შესაძლებლობების ტექნიკის შესწავლა და სრულყოფა;   სპორტული წრთვნის ჰიგიე...

საქართველოს თასზე და პირადი პირველობა სათხილამურო სპორტში

Image
     2019 წლის 19-20 იანვარს ბაკურიანში გაიმართა საქართველოს თასისა და ჩემპიონატის მეორე ეტაპი სათხილამურო სპორტში, კერძოდ, სლალოვში და გიგანტურ სლალოვში, როგორც პირველ ეტაპზე, ასევე მეორე ეტაპზეც აჭარის ნაკრები გუნდის ღირსებას სამივე ასაკობრივ ჯგუფში იცავდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც.      საქართველოს გასული წლის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი მარიამ პაქსაძე ასევე თეონა გელაძე, ნიკა აბულაძე, რუსლან გელაძე და მანუჩარ პაპიძე, რომლებმაც საეღტო გუნდურ ჩათვლაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს, მალე გუდაურის სათხილამურო ბაზაზე გაიმართება მე-3 და მე-4 ეტაპები. დარწმუნებული ვართ გვეყოლება როგორც საქართველოს ჩემპიონი, ასევე პრიზიორიც. დანისპარაულის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სრული შემადგენლობა და სკოლის ადმინისტრაცია  ვამაყობთ ჩვენი სკოლის  მოსწავლეთა სპორტული წარმატებებით, მომავალშიც დიდ წარმატებებს  ვუსურვებთ.
Image
   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სათხილამურო ფედერაციის მიწვევით აჭარის ნაკრებ გუნდთან ერთად საქართველოს თასისა და ჩემპიონატის პირველ ეტაპზე  მონაწილეობას ღებულობდნენ დანისპარაულის საჯარო სკოლის 6 მოსწავლე, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაგვახარეს მათი წარმატებული გამოსვლით. მარიამ პაქსაძემ დიდებში დაიკავა მე-2 ადგილი, ხოლო თეონა  გელაძემ მე-3 ადგილი. პატარებში ჩვენდა სასიხარულოდ პირველი ადგილი დაიკავა მირიან პაქსაძემ. შეჯიბრება ჩატარდა დაბა მესტიაში 2018 წლის 20-23 დეკემბერს. მინდა კვლავ დიდი წარმატებები ვუსურვო ჩვენს საყვარელ სპორტცმენებს და დამდეგი ახალი წელი მიულოცო