Posts

Showing posts from January, 2019

საქართველოს თასზე და პირადი პირველობა სათხილამურო სპორტში

Image
     2019 წლის 19-20 იანვარს ბაკურიანში გაიმართა საქართველოს თასისა და ჩემპიონატის მეორე ეტაპი სათხილამურო სპორტში, კერძოდ, სლალოვში და გიგანტურ სლალოვში, როგორც პირველ ეტაპზე, ასევე მეორე ეტაპზეც აჭარის ნაკრები გუნდის ღირსებას სამივე ასაკობრივ ჯგუფში იცავდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც.      საქართველოს გასული წლის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი მარიამ პაქსაძე ასევე თეონა გელაძე, ნიკა აბულაძე, რუსლან გელაძე და მანუჩარ პაპიძე, რომლებმაც საეღტო გუნდურ ჩათვლაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს, მალე გუდაურის სათხილამურო ბაზაზე გაიმართება მე-3 და მე-4 ეტაპები. დარწმუნებული ვართ გვეყოლება როგორც საქართველოს ჩემპიონი, ასევე პრიზიორიც. დანისპარაულის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სრული შემადგენლობა და სკოლის ადმინისტრაცია  ვამაყობთ ჩვენი სკოლის  მოსწავლეთა სპორტული წარმატებებით, მომავალშიც დიდ წარმატებებს  ვუსურვებთ.