ჭადრაკის წრის გეგმა


           ადრაკის წრე __ „გოდერძი
 2018 -2019 სასწავლო წელი,I სემესტრი
დანისპარაულის საჯარო სკოლაში შეიქმნა ჭადრაკის წრე ,,გოდერძი“
VII და VIII კლასელებისათვის.
საწრეო მუშაობა მიმდინარეობს კვირაში ერთხელ 1-2საათი.
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში მაღალ დონეზე მოხდეს ფიქრის კონცენტრირების ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარების გაუმჯობესება,რომელიც პოზიციების სიღრმისეულ წვდომით ყალიბდება.შეუპოვრობა, უნარი, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგვჭირდება, ჭადრაკში თამაშისას ეს უნარი გამომუშავდება, მაშინ, როცა ჩვენთვის არასასურველ პოზიციას მივიღებთ, მაგრამ სულიერად არ დავეცემით და იმედი გვექნება ხელსაყრელი ცვლილებებისა და შეუპოვრად გავაგრძელოთ ახალი შესაძლებლობების ძებნა.
ჭადრაკი გამოგვიმუშავებს უნარს, საკმაო ფიქრის შემდეგ ვიპოვოთ ერთი შეხედვით გადაულახავი, სიძნელეებისაგან თავის დაღწევის გზები და გავაგრძელოთ ბოლომდე ბრძოლა, იმ იმედით, რომ მოვიგოთ.
ჭადრაკის წრისგოდერძი“- მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ზონალურ,რაიონულ და რეგიონალურ ტურნირებში,შესაბამისი დონეების მიხედვით. სადაც მოხდება მათი საჭადრაკო თანრიგების ამაღლება და მათზე მინიჭება..
წრის ხელმძღვანელითემურ შამანაძე
მიზნები და ამოცანები
ჭადრაკის მნიშვნელობა მოზარდი თაობის აღზრდაში საყოველთაოდ აღიარებულია. დღეისათვის აღარავინ კამათობს, თუ რა არის ჭადრაკი-მეცნიერება, ხელოვნება თუ სპორტი, რა თქმა უნდა, მასში უხვად არის წარმოდგენილი მეცნიერების და ხელოვნების ელემენტები. ჭადრაკი არის თანმიმდევრული ლოგიკური აზროვნების შესანიშნავი სკოლა, ის ეხმარება მეხსიერების განვითარებას, ამიტომ სასურველია მისი სწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე.ჭადრაკის სპორტულმა მხარემ ძირითადად განსაზღვრა მისი როლი და ადგილი საზოგადოებაში.
ჭადრაკის სოციალურ-პედაგოგიური ფუნქციის სრული თეორიული ანალიზი არ არსებობს, თუმცა ცნობილია რამდენიმე ექსპერიმენტის და გამოკვლების შედეგი. მაგ:ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ სკოლის მოსწავლეთა განვითარების საშუალო დონე, სადაც ჭადრაკს ასწავლიან, ამაღლდა. გაცილებით გაუმჯობესდდა შედეგები არა მარტო მათემატიკაში, არამედ სხვა საგნებშიც. ბავშვები ეჩვევიან დამოუკიდებელ აზროვნებას. მათში ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის გრძნობა. ბავშვები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ მოფიქრებულ ყოველ სვლას დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე გასაგებია ჭადრაკის როლი მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში.
ცნობილია აგრეთვე იმ გამოკვლევის შედეგები, რომლიდანაც ირკვევა, რომ ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლეთა შორის მინიმუმამდეა დაყვანილი ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება. ცნობილი ფაქტია: როდესაც ინგლისში განიხილებოდა მოზარდთა შორის ნარკომანიის გავრცელების საკითხი და ეძებდნენ ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლის გზებს, გადაწყვითეს ბევრი საჭადრაკო სკოლების და წრეების გახსნა. რა თქმა უნდა, მხედველობაში იქნა მიღებული სხვადასხვა გამოკვლევის შედეგები. ჭადრაკით დაინტერესება თავიდანვე აღკვეთს მოზარდში ნარკოტიკებზე ფიქრსაც კი. ჭადრაკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციის დაკისრებამ სერიოზულად აამაღლა მისი პრესტიჟი.
ბუნებრივია, ისეთი მდიდარი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სპორტული მიმართულება დღეისთვისაც პრიორიტეტულია.
ჭადრაკი ულამაზესი თამაშია, ამ სილამაზის შეგრძნებას და აღქმას მოჭადრაკის გარკვეულ დონემდე მომზადება სჭირდება.

VII-VIIIკლასი
სახელმძღვანელოს ავტორი.გურგენიძე.მაჭარაშვილი „ჭადრაკი“ II-და III დონე
გამომცემლობასაქართველოს მაცნე
10საათი
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი თეორიული პოზიციების არსის ახსნა და ამძალათათანაფარდობისამოცანებისამოხსნა.
2. მოსწავლეს შეუძლია 3 სვლიანი ამოცანებისა და ეტიუდების ამოხსნა.
3. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკვალიფიკაციო ტურნირებშიIII-II თანრიგზე.
თემა და მასში შემავალი საკითხები
სთ. რაოდენობა
თემის ბოლოს მისაღწევი შედეგები
რესურსები
თარიღი
შენიშვნა
1.
სამსვლიანი საშამათო მაგალითების ამოხსნა
2 სთ
მოსწავლეს აქვს უნარი საჭადრაკო დაფაზე სწორად დაგეგმოს მოგების გზები
საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
26-10-2018
2.
ენდშპილი ეტლი პაიკების წინააღმდეგ
2 სთ
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი თეორიული პოზიციების არსის ახსნა და ამ ძალათა თანაფარდობის ამოცანების ამოხსნა.
საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
2-11-2018
3.
ეტლებისენდშპილებისთეორიულიპოზიციები ძალათაკლასიკურითანაფარდობა
2სთ
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი თეორიული პოზიციების არსის ახსნა და ამ ძალათა თანაფარდობის ამოცანების ამოხსნა.
საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
9-11-2018
.
ტურნირში მონაწილეობა
1სთ
მოსწავლემ უნდა შეძლოს ტაქტიკური ხერხების გამოყენება პრაქტიკაში
ჭადრაკის დაფა
19-11-2018
4.
ცნობილი დიდოსტატების პარტიების გარჩევა
1სთ
ანალიზის გაკეთება პარტიის დროს
საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
30-11-2018
5.
ჭადრაკი და მათემატიკა
1 სთ
რვა ლაზიერის ამოცანის ჩვენება
საჭადრაკო დაფა ,კომპიუტერი
7-12-2018
6.
ამოცანების ამოხსნის კონკურსი
1სთ
ანალიტიკური აზროვნების უნარი
საჭადრაკო დაფა
14-12-2018



Comments

Popular posts from this blog

შიდა დაკვირვების გაკვეთილი სპორტში

შიდა დაკვირვების გაკვეთილი