შიდა დაკვირვების გაკვეთილი
ჩავატარე შიდა დაკვირვების გაკვეთილი მე-11 კლასში თემაზე სპორტული თამაშები -ფეხბურთი. გაკვეთილზე გვესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები და კათედრის წარმომადგენელი. ჩატარებულმა გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა, შეფასების ჯგუფის წევრებისაგან. ვფიქრობ გეგმით გათვალისწინებულ შედეგს მივაღწიე. სასწავლო წლის მეორე სემეტრში კვლავ გვაქვს დაგეგმილი შიდა დაკვირვების მეორე გაკვეთილის ჩატარებაც. მადლობას ვუხდი კლასის ყველა მოსწავლეს შეძენილი უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოვლენისათვის.
რეფლექსია
2018 წლის 15 ნოემბერს მე-11 კლასში სპორტში, თემა სპორტული თამაშები ,, ფეხბურთი“, ჩავატარე შიდა დაკვირვების გაკვეთილი.
გაკვეთილი
დაიწყო დროულად, მოსწავლეებს ეცვათ სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩატარდა მოსამზადებელი
ნაწილი, მოსამზადებელ ნაწილში სპეციალურად შერჩეული გვქონდა ისეთი ვარჯიშები და მოძრავი
თამაში, რომელიც მოსწავლეებს მოამზადებს გაკვეთილის ძირითადი ნაწილისათვის. კომბინირებული
ვარჯიშები, მოძრავი თამაში ბურთის ტარებითა და სხვადასხვაგვარი გადაცემებით სისწრაფეზე:
ჯგუფური შეჯიბრებით, ,,ვინ უფრო სწრაფად“ . ეს თამაში სრულად შეესაბამება შესწავლილ
მასალას, მისი ელემენტები და მოძრაობითი მოქმედებები შეუწყობს ხელს მოსწავლეებს ფეხბურთის
თამაშის დროს. რადგანაც მოსწავლეებს სრულად აქვთ შესწავლილი ფეხბურთის თამაშის ყველა
ელემენტი, ამიტომაც ჩავსვი გაკვეთილის გეგმაში ორმხვრივი თამაში. თამაშის დროს ყურადღებას
ვაქცევდი ბურთის ფლობას, ცრუ მოძრაობებსა და დახვეწილ მოკლე გადაცემებს, კომბინაციურ
თამაშს, შეტევის დროს და დაცვაში. როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ პასუხისმგებლობას
თამაშის დროს. მოსწავლის მიერ შეძენილი უნარჩვევებისა და ძალისუნარიანობის გამოვლენას.
გაკვეთილის ბოლოს მოხდა მოსწავლეთა დამშვიდება-მოძრაობაში სუნთქვითი ვარჯიშებით, მოსწავლეთა
შეფასება, საშინაო დავალების მიცემა და ორგანიზებულად იქნენ გაშვებული გაკვეთილიდან.
მნიშვნელოვანი
იყო, ის, რომ მოსწავლეებმა გაკვეთილზე მოახერხეს დასახული მიზნის განხორციელება, ყველა
მოსწავლე ჩართული იყო ფიზიკურ აქტივობაში, რაც ხელს უწყობს მათ ფიზიკურ განვითარებას.
თამაშის დროს ხდებოდა ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფა, თუმცა ყველა მოსწავლის შესრულებული
მოძრაობა არ იყო შედეგიანი, ხდებოდა როგორც ბურთის არარსწორი მიღება, ასევე გადაცემაც.
სამომავლოდ საჭიროა აქტიური ვარჯიშებით გაუმჯობესდეს ადრე ათვისებული უნარჩვევების
განმტკიცება: ბურთის მიღება, გაჩერება, გადაცემები. საჯარიმო მოედანზე ჩამოწოდებულ
ბურთზე თავით თამაში.
სამომავლოდ
საჭიროა დიდი დრო დაეთმოს თვალსაჩინოების საშუალებებს, მაგ: ვიდეო მასალებს, ფეხბურთის
მატჩების ყურებას და ა.შ.
22.11.2018
წელი.
Comments
Post a Comment