წრის მეცადინეობა წარიმართა თემაზე ენდშპილი ეტლი პაიკების წინააღმდეგ. მოსწავლეებმა ისწავლეს ეტლებს შორის კავშირის დამყარება და მეტოქის ფიგურებზე-დაცვაზე შეტევა.
მიმდინარე წლის 21 მაისს დანისპარაულის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა დაკვირვების გაკვეთილი სპორტში, თემაზე: ,,ტექნიკური მომზადება ხელბურთში“. გაკვეთილი იყო საინტერესო და სახალისო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე შეფასების ჯგუფის წევრებისთვის. სკოლა სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა. საგანი სპორტი მასწავლებელი თემურ შამანაძე საფეხური/ კლასი საბაზო. მე-7 კლასი მოსწავლეთა რაოდენობა 8 სსსმ მოსწავლე 0 ჩატარების თარიღი 21.05.2019 თემა ,,ტექნიკური მომზადება ხელბურთში“ გაკვეთილის მიზანი ჩავაბათ მოსწავლეები ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შევუწყოთ ხელი მათ ფიზიკურ განვითარებას. სპორტის არჩეულ სახეობაში თექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფისათვის საჭირო სპეციალური ფიზიკური მომზადებისა და შესაძლებლობების ტექნიკის შესწავლა და სრულყოფა; სპორტული წრთვნის ჰიგიე...
ჭ ადრაკის წრე __ „ გოდერძი “ 2018 -2019 სასწავლო წელი ,I სემესტრი დანისპარაულის საჯარო სკოლაში შეიქმნა ჭადრაკის წრე ,,გოდერძი“ VII და VIII კლასელებისათვის . საწრეო მუშაობა მიმდინარეობს კვირაში ერთხელ 1- 2საათი . წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში მაღალ დონეზე მოხდეს ფიქრის კონცენტრირების ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარების გაუმჯობესება , რომელიც პოზიციების სიღრმისეულ წვდომით ყალიბდება . შეუპოვრობა , უნარი , რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგვჭირდება , ჭადრაკში თამაშისას ეს უნარი გამომუშავდება , მაშინ , როცა ჩვენთვის არასასურველ პოზიციას მივიღებთ , მაგრამ სულიერად არ დავეცემით და იმედი გვექნება ხელსაყრელი ცვლილებებისა და შეუპოვრად გავაგრძელოთ ახალი შესაძლებლობების ძებნა . ჭადრაკი გამოგვიმუშავებს უნარს , საკმაო ფიქრის შემდეგ ვიპოვოთ ერთი შეხედვით გადაულახავი , სიძნელეებისაგ...
ჩავატარე შიდა დაკვირვების გაკვეთილი მე-11 კლასში თემაზე სპორტული თამაშები -ფეხბურთი. გაკვეთილზე გვესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები და კათედრის წარმომადგენელი. ჩატარებულმა გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა, შეფასების ჯგუფის წევრებისაგან. ვფიქრობ გეგმით გათვალისწინებულ შედეგს მივაღწიე. სასწავლო წლის მეორე სემეტრში კვლავ გვაქვს დაგეგმილი შიდა დაკვირვების მეორე გაკვეთილის ჩატარებაც. მადლობას ვუხდი კლასის ყველა მოსწავლეს შეძენილი უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოვლენისათვის. რეფლექსია 2018 წლის 15 ნოემბერს მე-11 კლასში სპორტში, თემა სპორტული თამაშები ,, ფეხბურთი“, ჩავატარე შიდა დაკვირვების გაკვეთილი. გაკვეთილი დაიწყო დროულად, მოსწავლეებს ეცვათ სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩატარდა მოსამზადებელი ნაწილი, მოსამზადებელ ნაწილში სპეციალურად შერჩეული გვქონდა ისეთი ...
Comments
Post a Comment